ბრიტანული კომპანია ”ტიტანიკის” დასათვალიერებლად ბილეთების გაყიდვას იწყებს

საქართველო, თბილისი - 14:06 | 22.03.2017
ნანახია: 1273

ბრიტანული კომპანია Blue Marble Private ჩაძირული ”ტიტანიკის” დასათვალიერებლად ბილეთების გაყიდვას  2018 წლიდან დაიწყებს.

კომპანიის ჩანაფიქრით, რვადღიანი ტურისტული მარშრუტი დაიწყება კანადის ქალაქ ნიუფაუნდლენდიდან. აქედან ტურისტებს ”ტიტანიკის” დაღუპვის ადგილამდე მიიყვანენ. ტურისტები 3200 მეტრის სიღრმისკენ სპეციალური ბატისკაფით დაეშვებიან.

ეგზოტიკური ტურის ბილეთები 105 ათასი დოლარი ეღირება. სავარაუდოდ Blue Marble Private-ის ტურები ლეგენდარული ხომალდის ნამსხვრევების ნახვის  ერთ-ერთი უკანასკნელი შესაძლებლობა იქნება. 2016 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ექსტრემოფილები - ბაქტერიები, რომლებიც 15-20 წლის განმავლობაში  ლაინერის ნამსხვრევებს მთლიანად გაანადგურებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე