აშშ-ში მოსამართლემ ტრამპის ახალი საიმიგრაციო განკარგულება შეაჩერა

საქართველო, თბილისი - 10:29 | 16.03.2017
ნანახია: 1251

ამერიკის ჰავაის შტატის ფედერალურმა მოსამართლემ დერიკ უოტსონმა დონალდ ტრამპის ახალი საიმიგრაციო განკარგულება შეაჩერა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა სარჩელი განკარგულების შეჩერების მოთხოვნის შესახებ მის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე. ტრამპმა მოსამართლე უფელბამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ განკარგულებას უმაღლეს სასამართლოში დაიცავს.

ახალი განკარგულება ძალაში 16 მარტს უნდა შესულიყო. განკარგულების თანახმად, აშშ-ში 90 დღით შესვლა ეკრძალება 6 მუსულმანური ქვეყნის - ირანის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეებს. ასევე კრძალავს ლტოლვილების მიღებას 120 დღით.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე