ჰოლანდიის საპარლამენტო არჩევნებში მარკ რუტეს პარტია ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 09:44 | 16.03.2017
ნანახია: 1195

ეგზიტ-პოლების მონაცემებით, ჰოლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრემიერმინისტრის მარკ რუტეს პარტია ლიდერობს, ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ. 

BBC-ის ინფორმაციით, პრემიერმინისტრის მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ, ამ დროის მონაცემებით, 31 მანდატი მოიპოვა. 

გერტ უილდერსის თავისუფლების პარტიამ და ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ 19-19 ადგილი მიიღეს. 

როგორც ექსპერტები აცხადებდნენ, საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები მოქალაქეთა ნაციონალისტური შეხედულებების ერთგვარი ტესტი იქნება. 

150-მანდატიან პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად 28 პარტია იბრძოდა. 

მთავარი კონკურენტები პრემიერმინისტრ მარკ რუტეს ,,სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის” და გერტ უილდერსის ულტრა მემარჯვენე ,,თავისუფლების პარტია” იყვნენ. 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე