Disney-მ ”მზეთუნახავი და ურჩხულიდან” ჰომოსექსუალური სცენის ამოღებაზე უარი თქვა

საქართველო, თბილისი - 15:03 | 15.03.2017
ნანახია: 1238

 

კომპანია Disney-მ მალაიზიის გაქირავებისთვის ქვეყნის ხელისუფლებას ფილმიდან ”მზეთუნახავი და ურჩხული” ჰომოსექსუალური სცენის ამოღებაზე უარი განუცხადა.

მალაიზიაში ფილმის პირველი ჩვენება სამშაბათს უნდა გამართულიყო, თუმცა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

ფილმის სიუჟეტის თანახმად, გასტონის მეგობარს ლეფუს მის მიმართ რომანტიკული გრძნობები გაუჩნდება.

მალაიზიის კანონმდებლობით ჰომოსექსულობა დანაშაულად არის მიჩნეული.

მალაიზიის ცენზურის კომიტეტმა განაცხადა, რომ ფილმს გაქირავებაში მხოლოდ ჰომოსექსუალური სცენის ამოღების შემდეგ  ჩუშვებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე