გემის გამტაცებელმა სომალელმა მეკობრეებმა გამოსასყიდი მოითხოვეს

საქართველო, თბილისი - 14:48 | 15.03.2017
ნანახია: 1221

სომალელმა მეკობრეები, რომლებმაც სატვირთო გემი გაიტაცეს, მეზღვაურების გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვენ.

სომალის ხელისუფლებამ ტანკერის მფლობელთან დაკავშირება შეძლო, რომელმაც ბორტზე შეიარაღებული ადამიანების ყოფნა,დაადასტურა, რომლებიც მზად არიან გაათავისუფლონ ეკიპაჟის წევრები გარკვეული თანხის სანაცვლოდ. გამოსასყიდის რაოდენობა არ სახელდება.

გემი კომორის კუნძულების დროშის ქვეშ დაცურავდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე