თვითმფრინავის მგზავრს ყურსასმენები აუფეთქდა

საქართველო, თბილისი - 12:53 | 15.03.2017
ნანახია: 1302

”პეკინი- მელბურნის” ავიარეისის მგზავრს ყურსასმენები აუფეთქდა, შედეგად მან სახის, ყელისა და ხელის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.  

დაზარალებულის თქმით, ეძინა, როდესაც აფეთქება გაისმა. ბორტგამცილებლებმა  სწრაფი რეაგირება მოახდინეს და დაზარალებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

მიწაზე დაშვებამდე თვითმფრინავის სალონში დამწვარი პლასტმასისა და სადენების მკვეთრი სუნი იგრძნობოდა, მგზავრები ახველებდნენ და სული ეხუთებოდათ.

აფეთქება ყურსასმენის ბატარეის გადახურებამ გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო უსაფრთხოების სამმართველომ მგზავრებს თვითმფრინავში  მსგავსი მოწყობილობების გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე