მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ფინალურ სტადიაზე გადავიდა

საქართველო, თბილისი - 11:08 | 15.03.2017
ნანახია: 1073

მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ფინალურ სტადიაზე გადავიდა. ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალ-აბადიმ განაცხადა.

”ბრძოლა ფინალურ სტადიაზეა. ”ისლამური სახელმწიფო” პატარა უბანში ალყაშემორტყმულია და უკანასკნელ დღეებს ითვლის”, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა სააგენტო ”როიტერს”.

მისი თქმით, ერაყის ხელისუფლება  მშვიდობიანი მცხოვრებლების მიმართ, რომელთა ნათესავებიც ”ისლამური სახელმწიფოს” მხარეს იბრძოდნენ, ძალას არ გამოიყენებს, თუმცა თავად მებრძოლები განადგურდებიან თუ იარაღს არ დაყრიან. მისივე თქმით,  ტერორისტები, რომლებიც ხელისუფლებას ჩაბარდებიან, დანაშულებებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან.

ერაყის პრემიერი მომდევნო კვირას ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე