რატომ აღარ საუბრობს კახა კუხიანიძე სიყვარულზე და როდის თქვა მან უარი ცუდ ცხოვრებაზე?!

საქართველო, თბილისი - 17:54 | 14.03.2017
ნანახია: 4751

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ შოუბიზნესში არასახარბიელო  ვითარებაა, მომღერლების გარკვეული ნაწილი იმედს არ კარგავს და შემოქმედებითად აქტიურობენ. პრინციპში, ეს ასეცაა, შემოქმედი ადამიანი თავის გასაკეთებელს ყოველთვის აკეთებს, არ შეჩერდება და ცდილობს, თავის თაყვანისმცემლებს რაც შეიძლება მეტი სიახლე შესთავაზოს. „ეს არის შენი სამყარო და ამ ყველაფერს თუ არ აკეთებ ძალიან ცუდი ცხოვრებით ცხოვრობ“, - ამბობს კახა კუხიანიძე და  მიიჩნევს, რომ თავად ბედნიერია.

„პრაიმნიუსჯორჯია“ კახა კუხიანიძეს იმ ახალ სიმღერასა და კლიპზე ესაუბრა, რომელიც მომღერალმა სულ ახლახანს ჩაწერა და თვის ბოლოს დღის სინათლეს იხილავს.

კახა კუხიანიძე:  ჩემი ახალი სიმღერა ლირიკულია, ძალიან მომწონს და ბედნიერი ვარ, რომ მაიკო კაჭკაჭიშვილმა დამიწერა. გავითავისე ეს ულამაზესი მელოდია, რომელიც  განსხვავებულია, სხვას არ გავს. ეს არის სიმღერა, რომლის დეფიციტიცაა მსოფლიოში. ნამდვილად სანატრელია მომღერლებისთვის, რომ ასეთი კარგი სიმღერა ჰქონდეთ. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მაიკოს.

ტექსტი ვის ეკუთვნის?

თექსტი თემო საჯაიას ეკუთვნის. ტექსტიც ისე მოუხდა და მოერგო ამ სიმღერას, რომ ძალიან ლამაზი გამოვიდა. ზოგისთვის შეიძლება ბანალური იყოს სიყვარულის თემა, მაგრამ ჩემთვის ასე არ არის, რადგან სიყვარული არის ადამიანების მამოძრავებელი ძალა. რაც შეეხება, აკომპანიმენტს, ის პაატა ანდრიაძეს ეკუთვნის.

სიყვარულზე ისე საუბრობთ, რომ მგონი შეყვარებული ხართ.

ამ კითხვისგან თავს შევიკავებ, რადგან ძალიან ცუდად მაქვს დაცდილი. რამდენჯერაც ვთქვი, იმდენჯერ ცუდად დამიტრიალდა უკან.

სიმღერას რა ჰქვია?Image result for კახა კუხიანიძე

სიმღერას ჰქვია „შენამდე“, რომელზეც გადავიღე კლიპი და მარტში გავაკეთებ სატელევიზიო პრემიერას.

კლიპთან დაკავშირებით რას გვეტყვით, სად გადაიღეთ?

მარიკა ქურდუბაძეს, რამაზ გუნავას და გიგი თევზაძეს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან მათ იმუშავეს კლიპზე. გადაღებები  მიმდინარეობდა, გორის ავტობანზე, კერძოდ ქარის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. მთლიანობაში ძალიან ლამაზი გამოდის.  

კლიპის შინაარსზე რას გვეტყვით, თქვენზეა აქცენტები გაკეთებული თუ?

მხოლოდ ჩემზეა აქცენტი გაკეთებული და ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი და კარგი პროდუქტი გამოვიდა.

კახა, ბევრი თქვენი კოლეგისგან მსმენია, რომ რა აზრი აქვს კლიპის გადაღებას დღეს, როდესაც შოუბიზნესი ფაქტობრივად არ არსებობს. თქვენ რას იტყვით ამ მოსაზრებაზე?

სხვათაშორის მეც მქონია ანალოგიური მოსაზრება, მაგრამ იმდენად შენი ცხოვრებაა ეს და ამავდროულად მოვალეობა, რომ უნდა გააკეთო. ეს არის შენი სამყარო და ამ ყველაფერს თუ არ აკეთებ ძალიან ცუდი ცხოვრებით ცხოვრობ. როცა მივხვდი, რომ ეს ცუდი ცხოვრება არ მინდოდა და უნდა გამეკეთებინა ეს ყველაფერი, ამიტომ გავაქტიურდი ეს ბოლო პერიოდი.  მან შედეგი მაინც გამოიღო. სხვათაშორის, ეს ბოლო წლები უფრო გააქტიურდა ხალხი, ვიდრე გასულ წლებში. ვფიქრობ, რომ შენი საქმე ყოველთვის უნდა აკეთო. რა დააშავა იმ ადამიანმა, ვინც შენი მსმენელია, ვისაც უყვარხარ. მაინც უნდა გააკეთო და არ უნდა გაჩერდე.

გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია

   

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე