ინდოეთში ფერების ფესტივალი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:03 | 14.03.2017
ნანახია: 1725

ინდოეთში ფერების ფესტივალი დაიწყო. ჰოლის ტრადიციული დღესასწაული სათავეს უძველესი დროიდან იღებს. ფესტივალის პირველ დღეს მდინარე განგის ნაპირზე ჰოლიკის ფიტულს წვავენ, რომელოც ინდუსთა მითოლოგიით, ბოროტების ღვთაება იყო.

მეორე დღეს კი სახალხო ზეიმი და მხიარულება იწყება.

ფესტივალის მონაწილეები ერთმანეთს ფერად ფხვნილებს აფრქვევენ, წყლით წუწავენ, ცეკვავენ და მღერიან. ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანინაობას კი ტრადიციული სასმელი ტანდაი წარმოადგენს, რომელიც კანაფისგან მზადდება. 

ფესტივალი ინდოეთში ერთ კვირას გასტანს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე