ოკუპირებული სოხუმის ცენტრში ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ანგრევენ

საქართველო, თბილისი - 14:31 | 14.03.2017
ნანახია: 1855

ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ანგრევენ. ამჯერად სოხუმის ცენტრში წყლის მილის გაყვანის მიზნით, ისტორიული შენობის - თურქული აბანოების ნაწილი ექსკავატორით დაანგრიეს.

გავრცელებული ინფორმაციით ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. კულტურის სამინისტროს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტი სამუშაოების შეჩერებას ითხოვს.

მშენებლების თქმით, ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტობის დროს ამოიღეს. ე. წ. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ობიექტი ნუსხიდან არ ამოუღიათ და 2015 წლის 29 დეკემბერის განახლებულ ე. წ. სახელმწიფო რეესტრშიც ირიცხება.

სამუშაოების დროს წყლის მილი გასკდა და პროცესი შეჩერდა. თურქული აბანოები 1913 წელს ააშენეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე