აშშ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტების დახურვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველო, თბილისი - 09:23 | 07.03.2017
ნანახია: 1734

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტების დახურვის გამო
უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს შეერთებული შტატები.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს მდივნის, მარკ ტონერის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუნქტების დახურვა კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილებას და დააზიანებს ადგილობრივ მოსახლეობას.

"ასეთი ქმედებები არა მხოლოდ ჰუმანიტარულ სირთულეებს ქმნის ადგილობრივებისთვის, ის ასევე აქრობს ხალხის ნდობასა და რწმენას, ძირს უთხრის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს,"-ნათქვამია განცხადებაში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე