გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მაიკლ ფრომანს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 11:45 | 31.10.2015 ნანახია: 1556ვაშინგტონში, საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელთან მაიკლ ფრომანთან. მხარეებმა საერთო ინტერესის საკითხებზე, კერძოდ, ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის აუცილებლობაზე იმსჯელეს და ვაჭრობასა და ინვესტიციებზე აშშ-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის (HLTD) მონაწილეებს აღნიშნული ძალისხმევის მხარდასაჭერად მიმართეს, რაც ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობების შესწავლას გულისხმობს. ელჩმა ფრომანმა და ვიცე-პრემიერმა კვირიკაშვილმა აშშ-საქართველოს შორის შეთანხმებული განცხადებები გააჟღერეს, კერძოდ, ,,საერთაშორისო ინვესტიციების პრინციპებისა“ და ასევე ,,საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ვაჭრობის პრინციპების” შესახებ.
საერთაშორისო ინვესტიციების პრინციპების შესახებ განცხადება წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს ვალდებულებას შექმნან და შეინარჩუნონ ისეთი პოლიტიკური გარემო, რომელიც შესაძლებელს გახდის და წაახალისებს საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელებას, გამომდინარე იქიდან, რომ ამგვარ ინვესტიციებს ყველა ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. აღნიშნული პრინციპები ითვალისწინებს ღია და არა-დისკრიმინაციული საინვესტიციო რეჟიმის ჩამოყალიბებას, უცხოური ინვესტიციების მაღალ დონეზე დაცვას, კანონებისა და რეგულაციების შემუშავების პროცესის გამჭვირვალობასა და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობას, და კეთილსინდისიერი კონკურენციული საინვესტიციო გარემოს შექმნას.
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ვაჭრობის პრინციპების (ICT) მიხედვით, აშშ და საქართველო კისრულობენ ვალდებულებებს იმ სექტორში, რომელსაც გლობალურ ეკონომიკაზე ტრანსფორმაციული გავლენა გააჩნია. ICT-ის პრინციპების აღიარება ხელს შეუწყობს ICT-ის სერვისების გლობალურ განვითარებას, ინტერნეტისა და სხვა ქსელური აპლიკაციების ჩათლით, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციური ელექტრონული კომერციის განვითარების კუთხით. აღნიშნული პრინციპები ეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა ინფორმაციის ტრანს-სასაზღვრო მიმოცვლა, მომსახურების ტრანს-სასაზღვრო მიწოდების ხელშეწყობა და უცხოური ინვესტიციები ICT-ის სექტორში.
ვაჭრობასა და ინვესტიციებზე აშშ-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის (HLTD) მეორე შეხვედრას თანა-თავმჯდომარეობდნენ, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწე დენიელ მალინი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა აშშ-სა და საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა და მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობისთვის შექმნილი ტექნიკური ბარიერები, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სახელმწიფო შესყიდვები და ვაჭრობის ხელშეწყობა. მხარეებმა ასევე განიხილეს პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP) ფარგლებში მშრომელთა უფლებების დაცვის საკითხები, ასევე კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა. ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ დისკუსიას ტექნიკურ ექსპერტთა დონეზე და გააგრძელებენ მუშაობას ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა