აჭარაში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 17:16 | 30.10.2015
ნანახია: 1748

აჭარაში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი იყო. განხილვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და მინისტრებთან ერთად ესწრებოდა აჭარის საჯარო და არასამთავრობო უწყებების, უმაღლესი საბჭოსა და თვითმმართველობების წარმომადგენლები.  მონაწილეებს საშუალება მიეცათ ბიუჯეტთან დაკავშირებული საკუთარი მოსაზრებები საპარლამენტო კომიტეტისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განეხილათ.

შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ისაუბრა ბიუჯეტის საჯარო განხილვის მნიშვნელობაზე: „დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გვინდოდა დაგვენახა აჭარის ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ურთიერთგადაკვეთის წერტილები. დაისვა შეკითხვები და მივიღეთ ამომწურავი პასუხები. ასევე განვიხილეთ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო დააფინანსებს აჭარაში“. 

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის გათვალისწინებულია 42,000,000 ლარი, საპენსიო უზრუნველყოფისათვის 99, 000,000 ლარი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე