ლუის ენრიკე ”ბარსელონას” მწვრთნელი აღარ იქნება

საქართველო, თბილისი - 14:03 | 02.03.2017
ნანახია: 2706

კატალონიური ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე კლუბს სეზონი ბოლოს დატოვებს. ”ლუის ენრიკე ”ბარსას” სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ენრიკეს თქმით, ეს მისთვის ძალინ რთული გადაწყვეტილება იყო.”მომდევნო სეზონში ”ბარსელონას” ტრენერი აღარ ვიქნები. ეს რთული, თუმცა აწონილ-დაწონილი და კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილებაა”, - განაცხადა ენრიკემ ”სპორტინგთან” თამაშის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე. მისივე თქმით, ამ თანამდებობაზე სამუშაოდ მხოლოდ სამი თვე დარჩა.

1996-2004 წლებში ლუის ენრიკე ”ბარსელონაში” ნახევარმცველად თამაშობდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე