ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის საქართველოს პოტენციალის გამოყენება სურს

საქართველო, თბილისი - 16:56 | 30.10.2015
ნანახია: 1598

ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის 5 წევრიდან 4 ქვეყანას ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და ეს მათთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. აღნიშნულის შესახებ განცხადება მოსკოვში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „ევრაზიის ეკონომიკური ინტეგრაცია“, ევრაზიის განვითარების ბანკის ინტეგრაციული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ევგენი ვინიკუროვმა გააკეთა.

მისი განმარტებით, ჩინეთთან თანამშრომლობისას პირველ რიგში საუბარია სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობაზე, ხოლო სამომავლოდ ენერგეტიკულ და სხვა სფეროებში ურთოერთობაზე.

„ჩვენთის მნიშვნელოვანია მერიდიანული დერეფნის შექმნა, მათ შორის საქართველოს, სომხეთის, ირანის გავლით და ასევე კასპიის დერეფნის გამოყენება. არ შეიძლება ჩინელები მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს ეყრდნობოდნენ, რადგან მერიდიანული დერეფანი ჩვენს მხარეს დარჩება“, აღნიშნა მან.

როგორც ცენტრის დირექტორი იტყობინება, ჩინეთიდან როტერდამში ზღვით ტრანზიტის ღირებულება 1 ტონა საკონტეინერო ტვირთზე, 1 მილზე - 20 ცენტს შეადგენს. ხოლო სარკინიგზო მაგისტრალით ყაზახეთისა და რუსეთის გავლით კი ტონაზე 1,5 დოლარს, რაც საკმაოდ ძვირია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე