ფერო პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველო, თბილისი - 13:46 | 30.10.2015
ნანახია: 2193

დღეს, ფერო შენადნობი წარმოება 82 წლისთავს აღნიშნავს.  1933 წლის 30 ოქტომბერს ზესტაფონის, გიორგი ნიკოლაძის სახელობის რკინის შენადნობთა მწარმოებელ ქარხანაში „ფერომანგანმშენში“ პროდუქციის პირველი დნობა-ჩამოსხმა განხორციელდა.  დარგის  საფუძვლის ჩაყრა და მისი თავდაპირველი განვითარება გიორგი ნიკოლაძის სახელს უკავშირდება, რომელმაც მამის გზა გააგრძელა და ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების განვითარებასთან ერთად, ზესტაფონში ფეროშენადნობი პროდუქციის წარმოების განვითარების პროექტი დაიწყო.

საქართველოს ფერო შენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციაციის თავმჯდომარის სულხან ხვედელიძის თქმით დღეს ფეროშნადნობი წარმოების არსებობაც და მიღწევებიც სფეროში დასაქმებული ადამიანების ყოველდღიური შრომის შედეგია. განსაკუთრებით მადლიერების ღირსია ის ათიათასობით ადამიანი ვინც დარგი დღემდე მოიყვანა. სფერო ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი გახდა. დღეისათვის საქართველოში ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელი 10-ზე მეტი ქარხანა ფუნქციონირებს, სადაც 8 ათასი თანამშრომელია დასაქმებული. ყოველწლიურად 300 000 ტონამდე პროდუქცია იწარმოება, საიდანაც ექსპორტზე საშუალოდ 700 მლნ ლარამდე პროდუქცია გადის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე