პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობის საკითხებში სოფიო შამანიდი სტუდენტებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:17 | 24.02.2017
ნანახია: 1145

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობის საკითხებში სოფიო შამანიდი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ქართულ უმაღლეს სასწავლებლებშისწავლობენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარ პრობლემებზე, მათი ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და შესაძლებლობების განვითარებაზე.

სოფიო შამანიდის განცხადებით, აქტიურ მოქალაქეზე, რომელსაც განცნობიერებული აქვს კონსტიტუციური უფლებები და იცის საკუთარი კონსტიტუციური პასუხისმგებლობები დგასდემოკრატიული ქვეყანა.

სოფიო შამანიდმა მოუწოდა სტუდენტებს ჩაერთონ სამოქალაქო აქტივობებში, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და სრულად მოახდინონ ინტეგრაცია სამოქალაქო საზოგადოებისფორმირების პროცესში.

„საქართველოს პრეზიდენტისათვის მნიშვნელოვანია, იყოს ინფორმირებული როგორ ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის ერთი მესამედი, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ", - აღნიშნაშეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო შამანიდმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე