ფაქტობრივად, პრეზიდენტმა უკვე თქვა, რომ აპირებს ვეტოს დადებას - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 14:55 | 24.02.2017
ნანახია: 1141

ფაქტობრივად, პრეზიდენტმა უკვე თქვა, რომ ის აპირებს ვეტოს დადებას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის სამუშაო სივცრე პარლამენტში გახსნილი იყო, თუმცა, პრეზიდენტისგან არანაირი მოსაზრებები არ მიუღია.

,,ფაქტობრივად, პრეზიდენტმა უკვე თქვა , რომ ის აპირებს ვეტოს დადებას. მას სიტყვა სიტყვით ეს არ უთქვამს, მაგრამ მისი საუბრის კონტექსტი სამწუხაროდ, უკვე ატარებს ამ გადაწყვეტილების შინააარს. პროექტზე არ მიმიღია მე არანაირი შენიშვნები და მოსაზრებები პრეზიდენტისგან. ზეპირად იყო გამოთქმული რამდენიმე მოსაზრება და ამ ზეპირი მოსაზრებების პრინციპს ჩვენ ვემხრობოდით, გარდა ერთადერთი საკითხისა, რომელიც სააგენტოს საკითხს შეეხებოდა. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კონსულტაციების ფორმატი მხოლოდ მასთან იყო გახსნილი და არა პარლამენტთან. ამ დროს პარლამენტში დისკუსიისა და სამუშაო სივრცე იყო გახნილი. ჩვენ ვესაუბრებით უამრავ ადამიანს და გადაწყვეტილებებს ვიღებთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე