,,ევროპულმა საქართველომ“ პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

საქართველო, თბილისი - 14:53 | 24.02.2017
ნანახია: 1189

პარლამენტის პლენარული სხდომა ფრაქცია "ევროპულმა საქართველომ" პროტესტის ნიშნად დატოვა. მათ გააპროტესტეს ეკა ბესელია ინიციატივა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება.

დღეს სესიაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეტალურად იყო განხილული ფარული მოსმენების კანონპროექტი. იმის გამო, რომ პროექტი დროულად უნდა მიიღონ, მან დეპუტატებს შესთავაზა მუხლობრივი განხილვის ნაცვლად მომხდარიყო მხოლოდ იმ ცვლილებებზე მსჯელობა, რომელიც გუშინ განხილვის შემდეგ შეიცვალა. ბესელიას ამ განცხადებას ოპოზიცის კრიტიკა მოჰყვა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ პროცესის გაჭიანურების რისკი არსებობს,რაც  კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვაზე მოხდა. კობახიძემ ოპოზიცია ხელოვნურად დროის გაჭიანურებაში დაადანაშაულა. პარლამენტის თავმჯდომარემ ბესელიას ინიციატივა გაიზიარა.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა განმარტეს, საპარლამენტო უმრავლესობა და კანონპროექტთა პაკეტის მუხლობრივ განხილვაზე უარს ამბობს.

„ე.წ. მოსმენების კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა პოზიციის დათმობას არ აპირებს და უარს ამბობს კანონპროექტთა პაკეტის მუხლობრივ განხილვაზე. ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ, რადგან ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსის მიერ მომზადებული კანონპროექტი. სხდომას პროტესტის ნიშნად ვტოვებთ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე