ვიზალიბერალიზაციის და უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ხელმოწერის ცერემონია 1-ელ მარტს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:57 | 24.02.2017
ნანახია: 1187

რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის და უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ხელმოწერის ცერემონია 1-ელ მარტს გაიმართება.

ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას 2 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე დაუჭირა მხარი. შემდგომი პროცედურის თანახმად, განახლებულ რეგულაციას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო. ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ კი, რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად ამოქმედდება, რასაც ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ 20 დღე სჭირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე