შსს-მ ნაქურდალი მობილური ტელეფონები ამოიღო

საქართველო, თბილისი - 10:05 | 24.02.2017
ნანახია: 1386

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრ „პასაჟი 2000“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც ნაქურდალი მობილური ტელეფონების რეალიზაციას ახორციელებდნენ.

სამართალდამცველებმა ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს, რა დროსაც 1976 წელს დაბადებული ზ.გ., 1976 წელს დაბადებული ო.გ., 1968 წელს დაბადებული თ.პ., 1985 წელს დაბადებული მ. ჯ., 1989 წელს დაბადებული ი.ქ., 1983 წელს დაბადებული გ.ბ., 1979 წელს დაბადებული შ.თ. და 1954 წელს დაბადებული ზ. კ. მოწმის სახით დაკითხეს. აღნიშნულმა პირებმა ნებაყოფლობით წარმოადგინეს Iphone-ის, Samsung-ის, HTC-ის, Nokia-ს, Lenovo-ს და Huawei-ს ფირმის 14 მობილური ტელეფონი და „პინდაქსისის“ ფირმის ფოტოაპარატი.

გამოძიება ნაქურდალი ნივთის შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე