დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას უკავშირდება - ლევან იზორია

საქართველო, თბილისი - 17:25 | 23.02.2017
ნანახია: 2100

საქართველოს პარლამენტში, 1921 წლის 23 თებერვალს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა.

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, დღევანდელი დღე არა მხოლოდ მოგონების, არამედ  საერთო ღირებულებების, სულისკვეთების გაძლიერების დღეა, რაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას უკავშირდება.

„რისთვისაც თავი გაწირეს - საქართველოს თავისუფლების იდეა, დღესაც გვაძლიერებს და ამით ვსულდგმულობთ. ჩვენ დღესაც, რა თქმა უნდა,  ვიზიარებთ ამ სულისკვეთებას, ვაძლიერებთ ჩვენქვეყნას დემოკრატიული რეფორმებით, იმიტომ, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს თავისუფლება", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ლევან იზორიას განცხადებით, წელს თავდაცვის უწყება სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად იწყებს ,,საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას", რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებას უკავშირდება.

„ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ გმირების წინაშე, რომელთა მაგალითიც გვიჩვენებს, რა არის ქართული ღირებულებები, ეროვნული ღირებულებები და ისტორიის ამ ეტაპზე, ჩვენ სწორედ იუნკრების წინაშე ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის", - აღნიშნა ლევან იზორიამ.

1921 წლის 25 თებერვალს რუსი ოკუპანტების შემოსვლას ქართველების მხრიდან საბრძოლო მოქმედებები მოჰყვა. კოჯორ-ტაბახმელასთან სამშობლოს თავისუფლებისთვის უთანასწორობრძოლაში არაერთი ქართველი მებრძოლი და იუნკერი დაიღუპა. იუნკერთა პირველი მსხვერპლი ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს (ახლანდელი პარლამენტის სასახლისშიდა ეზო).

რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 96 წელი გავიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე