იუსტიციის მინისტრი საგანგებო ბრიფინგს გამართავს

საქართველო, თბილისი - 12:03 | 30.10.2015
ნანახია: 1932

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს. წულუკიანის ბრიფინგი 13:00 საათზე გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრი გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრებს.

უკრაინულ გამოცემა http://uareview.in.ua-ში გავრცელდა მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას, ასევე, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, სააკაშვილი მათ "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ეკითხება და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, რევოლუციიის სცენარს სთავაზობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე