ოსი სეპარატისტები ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩას ვიტალი ჩურკინის სახელს უწოდებენ

საქართველო, თბილისი - 13:50 | 21.02.2017
ნანახია: 2078

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტი ცხინვალის ერთ-ერთი ქუჩისთვის გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის სახელის დარქმევის საკითხს განიხილავს.  

ე.წ. პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის თქმით, ცხინვალის მცხოვრებლების თხოვნით  ჩურკინის სახელის უკვდავსაყოფად ქალაქში მისი სახელობის ქუჩა გაჩნდება.

მისივე თქმით, ჩურკინი გაეროში სამხრეთ ოსეთის ”სახელმწიფოებრიობას” მედგრად იცავდა. ამიტომ დიპლომატის სახელის უკვდავსაყოფად აღნიშნული ინიციატივა ე.წ. ხელისუფლებისთვის სრულიად მისაღებია.

ვიტალი ჩურკინი 20 თებერვალს, საკუთარ 65-ე იუბილემდე ერთი დღით ადრე, ნიუ-იორკში გარდაიცვალა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე