მე-12 კლასის და საატესტატო გამოცდები არ უქმდება

საქართველო, თბილისი - 17:25 | 29.10.2015
ნანახია: 2074

განათლების სამინისტრო მე-12 კლასისა და შესაბამისად, საატესტატო გამოცდების გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს რიგი მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მე-12 კლასი და შესაბამისად, საატესტატო გამოცდები უქმდება.
სამინისტრო მედიასაშუალებებს მოუწოდებს ყურადღებით მოეკიდონ მსგავს თემებს, რადგან დეზინფორმაციის გავრცელებით, პირველ რიგში, ზარალდებიან სწორედ მეთორმეტეკლასელი აბიტურიენტები, რომელთაც წინ საგამოცდო წელი აქვთ", - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე