"ბორჯღალოსნებმა" გერმანიის ნაკრები ანგარიშით 50:6 დაამარცხეს

საქართველო, თბილისი - 18:12 | 19.02.2017
ნანახია: 1862

რუსთავის სარაგბო სტადიონზე "ბორჯღალოსნებმა" "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ფარგლებში გერმანიის ნაკრები ანგარიშით 50:6 დაამარცხეს.

ამ გამარჯვებით ჩვენმა ნაკრებმა ბონუს ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

"რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მორიგ მატჩს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად ესპანეთთან 4 მარტს ჩაატარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე