სამგზავრო და სატვირთო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

საქართველო, თბილისი - 14:49 | 14.02.2017
ნანახია: 1446

ორი მატარებელი - სამგზავრო და სატვირთო ლუქსემბურგში ერთმანეთს დაეჯახა. დაშავდა სულ მცირე ექვსი ადამიანი.

მედიის ცნობით შემთხვევა ქალაქ დიუდელანჯში მოხდა.

მატარებლის ერთ-ერთი მგზავრის თქმით, შეჯახებამდე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, მსუბუქი ავტომობილი მატარებლის წინ გავლას ცდილობდა, რის გამოც მატარებლების მოძრაობას ხელი შეუშალა. თუმცა ოფიციალურად ავარიის მიზეზები  ჯერ არ დადგენილა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე