1 ნოემბერს ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

საქართველო, თბილისი - 13:31 | 28.10.2015
ნანახია: 1567

1-ელ ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა.

შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომელსაც კანონი ავალებს დეკლარაციის შევსებას, მიეკუთვნება ფიზიკური პირი, თუ მისი და მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი საანგარიშო პერიოდის წინა კალენდარულ წელს აღემატება 40 000 ლარს, საკუთრებაში აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ქონება - დასაბეგრი ქონება - და არ სარგებლობს ამავე კოდექსით განსაზღვრული შეღავათებით. მიღებულ შემოსავლებში იგულისხმება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, დარიცხული და არა ხელზე აღებული ხელფასი და ა.შ. ამ კატეგორიას მიკუთვნებული ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ქონების გადასახადის დეკლარაცია არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. აღნიშნულ ვადაში დეკლარაციის წარდგენა და კუთვნილი გადასახადის გადახდა ევალებათ მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ ფიზიკური პირებსაც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე