სტამბულის ღამის კლუბზე თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:46 | 14.02.2017
ნანახია: 1300

სტამბულში ღამის კლუბზე თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორი დააკავეს. თურქული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქე ”ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში მყოფ ძებნილთა სიაში იყო. სამართლადამცველთა ინფორმაციით მან დაიქირავა სახლი, სადაც ტერაქტის შემსრულებელი უზბეკეთის მოქალაქე აბდულქადირ მაშარიფოვი ცხოვრობდა.

დაკავებული 2009 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობდა.

სტამბულის ღამის კლუბ Reina-ზე თავდსხმა ახალი წლის ღამეს მოხდა. ავტომატით შეიარღებული თავდამსხმელი კლუბში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

ინციდენტის შედეგად დაიღუპა 39 ადამიანი, 69 კი დაშავდა. ტერაქტზე პაუხისმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

თავდამსხმელი 16 იანვარს დააკავეს. მასთან ერთად დააპატიმრეს სამი ქალი და ერთი მამაკაცი. დაკავებულები ყირგიზეთის, ეგვიპტის, სენეგალისა და სომალის მოქალაქეები არიან.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე