ჰიუ ჯეკმანს სიმსივნე ისევ ამოკვეთეს

საქართველო, თბილისი - 11:10 | 14.02.2017
ნანახია: 1552

ამერიკელ მსახიობს ჰიუ ჯეკმანს ცხივრზე  სიმსივნე -ბაზალური უჯრედის კარცინომა ისევ ამოკვეთეს. ამის შესახებ მსახიობი Instagram-ში აქვეყნებს. ბაზალური უჯრედის კარცინომა კანის კიბოს ერთი-ერთი სახეობაა.

ჯეკმანმა ოპერაციის შემდეგ გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ხელმომწრებს მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებისკენ მოუწოდა.

ჯეკმანისთვის კანის კიბოს ეს უკვე მეექვსე ოპერაციაა. ბოლო ოპერაცია მას 2016 წლის თებერვალში ჩაუტარდა. პირველად მსახიობს ბაზალური უჯრედის კარცინომა 2013 წელს აღმოუჩინეს, როდესაც ცოლის დაჟინებული თხოვნის შემდეგ ცხვირიდან მეჭეჭის მოცილება გადაწყვიტა. მსახიობის თქმით, მას სამედიცინო გამოკვლევის ჩატრება სამ თვეში ერთხელ უწევს.

ბაზალური უჯრედის კარცინომა ნელა მზარდი კანის კიბოა. მისი განვითარების ალბათობა იზრდება კანის იმ უბანზე, რომელიც მზის სხივების რეგულარული ზეოქმედების ქვეშ იმყოფება.  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე