Playboy შიშველი მოდელების ფოტოსურათების გამოქვეყნებას განაახლებს

საქართველო, თბილისი - 10:33 | 14.02.2017
ნანახია: 1275

ამერიკული ჟურნალი Playboy  შიშველი მოდელების ფოტოსურათების გამოქვეყნებას განაახლებს.

გამოცემის კრეატიული დირექტორის კუპერ ჰეფნერის თქმით, გასულ წელს ასეთი ფოტოების დაბეჭდვის აკრძალვა შეცდომა იყო.

”სიშიშვლე არასდროს ყოფილა პრობლემა... დღეს ვიბრუნებთ ჩვენს სტილს და კვლავ ვიქნებით ისეთი, როგორიც ადრე”, - წერს ჰეფნერი ”ტვიტერში”.

ჟურნალი Playboy ჰიუ ჰეფნერმა 1953 წელს დაარსა. 2016 წელს მან შიშველი მოდელების ფოტოების გამოქვეყნება შეწყვიტა.

გამოცემის მფლობელებმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ინტერნეტმა ეროტიკა ძველმოდური გახადა, ამიტომ ამ თემატიკის ჟურნალები წამგებიანი გახდა.

Playboy-ის ტირაჟები 1970-იან წლებში 5,6 მლნ ეგზემპლარს აღწევდა, თუმცა გასულ წელს 700 ათასამდე დაეცა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე