ტრამპის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში თანამდებობიდან გადადგა

საქართველო, თბილისი - 10:22 | 14.02.2017
ნანახია: 1329

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი თანამდებობიდან გადადგა. მან აღიარა, რომ რუსეთის ელჩთან სერგეი კისლიაკოვთან კონტაქტის შესახებ ხელისუფლებას არასრულ ინფორმაციას გადასცემდა. ამის გამო მან დონალდ ტრამპს ბოდიში მოუხადა. ფლინს გენერალი ჯოზეფ კელოგი შეცვლის.

თავის განცხადებაში ფლინმა აღიარა, რომ ტრამპის ინაუგურაციამდე სწრაფად განვითარებული მოვლენების გამო ვიცე-პრეზიდენტსა და სხვა ოფიციალურ პირებს რუსეთის ელჩთან სატელეფონო საუბრების შესახებ არასრულ ინფორმაციას აწვდიდა.

ფლინი რუსეთის ელჩს დეკემბერში ესაუბრა.  თავდაპირველად არმიის ყოფილი გენერალი უარყოფდა, რომ მათი საუბრების თემა სანქციებს შეეხებოდა. მოგვიანებით ფლინმა თეთრ სახლს აცნობა, რომ მათი საუბრების დროს სანქციების თემა განიხილებოდა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში  მრჩევლის მოვალეობას გენერალი ჯოზეფ კიტ კელოგი შეასრულებს. მანადმე მას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის პოსტი ეკავა. მან არმიაში 30 წელი გაატარა, მსახურობდა ვიეტნამში, კამბოჯაში, პანამასა და სპარსეთის ყურეში.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე