უფლებადამცველები სირიის ხელისუფლებას ალეპოში ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 10:04 | 14.02.2017
ნანახია: 1226

Human Rights Watch-ი სირიის ხელისუფლებას ალეპოსთვის ბრძოლისას ბოლო თვეების განმავლობაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს.

2016 წლის 17 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე უფლებადამცველებმა რვა ეპიზოდი დააფიქსირეს, როდესაც სახელისუფლო ვერტმფრენებმა ალეპოს საცხოვრებელ უბნებში ქლორი ჩაყარეს.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების შედეგად დაიღუპა სულ მცირე ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები. დაშავდა კიდევ 200 ადამიანი.

შესაბამის დასკვნადმე ექსპერტები სატელეფონო საუბრებისა და მოწმეების ინტერვიუების, ასევე ვიდეომასალების, ფოტოსურათებისა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების საფუძველზე მივიდნენ.

ვიდეოჩანაწერეში ჩანს, თუ როგორ ამოდის ალეპოს საცხოვრებელი კვარტლებიდან მწვანე კვამლი.

”ლაბორატორიული ანალიზის გარეშე რთულია დარწმუნებით ითქვას თუ რომელი ნივთიერება იქნა გამოყენებული, თუმცა სუნი, გარეგნული ნიშნები და სიმპტომები, რომლის შესახებაც დაშავებული მედპერსონალი საუბრობს, სახელისუფლო ძალების მიერ ქლორის გამოყენებაზე მიუთითებს”, -ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე