ანდრეი კარლოვის მკვლელობის ამსახველი ფოტოს ავტორი დააჯილდოვეს

საქართველო, თბილისი - 19:00 | 13.02.2017
ნანახია: 1132

ფოტოგრაფი, რომელმაც თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის სცენა გადაიღო, დააჯილდოვეს. ამის შესახებ სააგენტო Associated Press იტყობინება.

ბურჰან იზბილიჩი World Press Photoის კონკურსის პრიზიორი გახდა.

რუსი დიპლომატი ანდრეი კარლოვი 2016 წლის 19 დეკემბერს ანკარაში გამოფენაზე მოკლეს.

თავდამსხმელმა მას ზურგიდან ესროლა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე