”თალიბანის” ერთ-ერთი მეთაური საკუთარ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა

საქართველო, თბილისი - 16:39 | 13.02.2017
ნანახია: 1212

მოძრაობა ”თალიბანის” ერთ-ერთი ლიდერი საკუთარ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა. შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ლოგარის პროვინციაში მოხდა.

უშიშროების სამსახურის წრმომადგენლების თქმით, აფეთქების შედეგად მეთაურის - კუდრათის გარდა კიდევ ორი მებრძოლი დაიღუპა.

ავღანეთში  ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვითარება ძალიან გამწვავდა. ”თალიბანი” იერიშებს ახორციელებს მსხვილი ქალაქების დასაკავებლად. ქვეყნის ტერიტორიაზე გაზრდილია ”ისლამური სახელმწიფოს” გავლენაც.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე