კაშხლის ნგრევის გამო კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა(ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:09 | 13.02.2017
ნანახია: 1307

კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა აშშ-ის უდიდესი კაშხლის ნგრევის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მიმდინარეობს ევაკუაცია.

”შტატის ხელისუფლება საჭირო პერსონალს აგზავნის, რათა ამ სერიოზულ ვითრებას თავი გავართვათ”, - აღნიშნა ბრაუნმა.

ამ მომენტისთვის სახიფათო ზონიდან 190 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ სასწრაფო ევაკუაცია ოროვილის ტბაზე მდებარე აშშ-ის უმაღლესი კაშხლის ნგრევის გამო გამოცხადდა. ევაკუაცია მიმდინარეობს ოროვილიდან, ბრიდლიდან, ნიგსიდან, იუბა-სიტიდან, ლომა რიკადან, ლაიბიდან, ოკიდან და სხვა დასახლებული პუნქტებიდან.

ამასთან პრესაში გავრცელდა ინფორმაცია დაცარიელებულ ქალაქებში მოროდიორობის შესახებ, თუმცა პოლიციელბმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.

კაშხლის ნგრევის მიზეზი გახდა ძირითადი და დამხმარე წყალსაგდებების ეროზია, რაც  უხვმა წვიმებმა გამოიწვია.





პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე