უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სარჩელი შეიტანა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 13.02.2017
ნანახია: 1229

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სარჩელი შეიტანა. კიევი საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შექმნას მოითხოვს, რომელმაც რუსეთის ქმედებები უნდა გამოიძიოს.

საუბარია რუსეთის მიერ ყაზახეთსა და ყირგიზეთში უკრაინული ტვირთის ტრანზიტის შეზღუდვაზე, რის გამოც უკრაინული ექსპორტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში 38 პროცენტით შემცირდა.

სავაჭრო კონფლიქტის დარეგულირების მოთხოვნით უკრაინულმა მხარემ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას გასული წლის ბოლოსაც მიმართა, თუმცა ორგანიზაციის წესდებით, მხარეებს კონფლიქტის დამოუკიდებლად მოსაგვარებლად 2 თვე მიეცათ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის მოთხოვნა არ შეასრულა, კიევი შემდგომ პროცედურაზე გადავიდა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე