ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზის გრან სლემზე 4 მედალი მოიპოვეს

საქართველო, თბილისი - 10:49 | 13.02.2017
ნანახია: 1895

ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზის გრან სლემზე ასპარეზობა დაასრულეს.

4 წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედლის მოპოვება შეძლეს. პარიზის გრან სლემის პირველ დღეს -60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს ამირან პაპინაშვილი დაეუფლა, ხოლო -66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი.

პრესტიჟული ტურნირის მეორე დღეს კი -81 კგ წონით კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილი ვერცხლის მედლის პრიზიორი გახდა. ვარლამ ლიპარტელიანმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც მისთვის პარიზულ გრან სლემზე საერთო ჯამში მეხუთე მედალია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე