InFocus-მა მინიატურული კომპიუტერი გამოუშვა, რომლის ღირებულებაც 99 დოლარია

საქართველო, თბილისი - 17:48 | 28.10.2015
ნანახია: 1595

კომპანია InFocus-მა Windows 10-ის ბაზარზე, მინიატურული კომპიუტერის Kangaroo-ს გამოშვების შესახებ განაცხადა. მოწყობილობა უფრო სმარტფონს მოგაგონებთ, ვიდრე კომპიუტერს. თუმცა ის საკმაოდ ძლიერი კომპიუტერია და თავის დანიშნულებას ისე ასრულებს როგორც „ზრდასრული“ კომპიუტერი.

გაჯეტის ზომაა - 157,7 х 80,5 х 12,9 მმ, ხოლო წონა - 200 გრამი.

InFocus Kangaroo-ს Intel Atom x5-Z8500-ის (Cherry Trail) პროცესორი აქვს და მისი ოპერატიული მეხსიერება 2 GB-ს შეადგენს. აქვს ასევე Wi-Fi-სა დაBluetooth 4.0-ის მხარდაჭერა.

კომპიუტერის შეძენა აშშ-ს მაშტაბით უკვე შესაძლებელია ონლაინ მაღაზია Newegg.com-ში. Kangaroo ნოემბრიდან Microsoft Store Online-შიც გამოჩნდება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე