თავდამსხმელი ლუვრის მუზეუმთან ტერაქტის მოწყობას აპირებდა

საქართველო, თბილისი - 14:54 | 03.02.2017
ნანახია: 1277

პარიზის პოლიციის უფროსმა მიშელ კადომ განაცხადა, რომ ლუვრის მუზეუმთან სამხედრო მოსამსახურეზე თავდამსხმელი ტერაქტის მოწყობას აპირებდა.

ინციდენტი დღეს დილით მოხდა. მამაკაცი, რომელიც ”ალაჰ აკბარს” სკანდირებდა, სამხედრო პატრულს დანით თავს დაესხა. პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და თავდამსხმელი მუცელში დაჭრა. მსუბუქად დაშავდა ერთ-ერთი პატრულიც.

ამასთან, კადოს თქმით, თავდამსხმელი ასაფეთქებლი მოწყობილობით არ იყო აღჭურვილი და მხოლოდ მაჩეტეთი იყო შეიარაღებული.

მისივე თქმით, თავდამსხმელი გონზეა და მას სამედიცინო დახმარებას ექიმები უწევენ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე