თეთრი სახლის გარშემო უფრო მაღალი ღობე აშენდება

საქართველო, თბილისი - 14:06 | 03.02.2017
ნანახია: 1472

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მოიპოვა უფლება თეთრი სახლის მთელს პერიმეტრზე  უფრო მაღალი ღობის აშენების შესახებ.

საიდუმლო სამსახურის ცნობით, აშენდება ახალი ღობე, რომლის სიმაღლეც 3,6 მეტრი იქნება. ამჟამად თეთრი სახლის ღობის სიმაღლე 2,1 მეტრს შეადგენს.

მშენებლობა 2018 წელს დაიწყება. აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციისთვის უფრო მაღალი ღობის აშენება მას შემდეგ გადაწყდა , რაც 2014 წელს ამერიკის შეიარაღებული ძალების ვეტერანმა ომარ გონზალესმა  კომპლექსის ტერიტორიაზე არასანქცირებული შეღწევა სცადა.  

ინციდენტს საიდუმლო სამსახურის დირექტორის ჯულია პირსონის თანამდებობა შეეწირა. გამკაცრდა უსაფრთხეობის ზომები.  გონზალესს, რომელიც ფაქტობრივად ქმედუუნაროდ აღიარეს, 17-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე