დანით შეიარაღებული მამაკაცი ლუვრში შეჭრას შეეცადა

საქართველო, თბილისი - 13:58 | 03.02.2017
ნანახია: 1205

პარიზში სროლის ხმა ისმის. გამოცემა ფიგაროს ინფორმაციით, დანით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი ლუვრში შეჭრას შეეცადა, რის შემდეგაც მას მუზეუმის დაცვამ ცეცხლი გაუხსნა.

შედეგად, მამაკაცი მძიმედ დაიჭრა. ამ დროისათვის ლუვრის მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.

დროებით დაიხურა პალე-როიალ ლუვრის მეტროს სადგურიც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე