შვარცნეგერმა ტრამპს ადგილების გაცვლა შესთავაზა

საქართველო, თბილისი - 13:21 | 03.02.2017
ნანახია: 1538

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსახიობსა და კალიფორნიის ყოფილ გუბერნატორს არნოლდ შვარცნეგერს რეალითი-შოუს The Celebrity Apprentice-ს დაბალი რეიტინგის გამო დასცინა. შოუს წამყვანი ცოტა ხნის წინ შვარცნეგერი გახდა.
”მათ აიყვანეს დიდი კინოვარსკვლავი, არნოლდ შვარცნეგერმა ჩემი ადგილი დაიკავა და ყველამ ვიცით ეს როგორ შემოტრიალდა, რეიტინგი დაეცა, ეს სრული კატასტროფაა”, - აღნიშნა ტრამპმა.

ადრე შოუ დონალდ ტრამპმს მიყავდა, მაგრამ 2015 წელს ის სკანდალური განცხადებების გამო გაათავისუფლეს, რომელიც მან საპრეზიდენტო მარათონის დროს გააკეთა. გადაცემა გასულ თვეს განახლდა და მისი წამყვანი ახლა შვარცნეგერია.

შვარცნეგერმა უკვე უპასუხა პრეზიდენტის თავდასხმას. მსახიობმა ”ტვიტერში” ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ტრამპს ადგილების გაცვლას სთავაზობს.

”ეი, დონალდ, მშვენიერი იდეა მაქვს. გავცვალოთ ადგილები, შენ ტელევიზიით დაკავდები, რადგან ასეთი კარგი რეიტინგების ექსპრეტი ხარ, მე კი შენს სამუშაოს შევასრულებ. მაშინ ხალხს მშვიდად დაძინება შეეძლება”. - აღნიშნა შვარცნეგერმა.

შვარცნეგერი რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერია, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან ტრამპის მხარდაჭერაზე უარი თქვა, მსახიობმა მაშინ განაცხადა, რომ პარტიის ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს აყენებდა. შვარცნეგერი თავის სიმპატიებს ჰილარი კლინტონის მისამართით გამოხატავდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე