სად დაიკარგა მელანია ტრამპი?

საქართველო, თბილისი - 12:12 | 03.02.2017
ნანახია: 2197

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღიდან მისი მეუღლე მელანია საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა.

CNN-ის ცნობით, პირველი ლედის შესახებ უკვე 12 დღეა არაფერი ისმის. დელავერში დაღუპული ოფიცრის ოჯახში სტუმრობისას ტრამპს ქალიშვილი ივანკა ახლდა. ტელეკომპანიის ცნობით ეს კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ივანკა ვაშინგტონში უდიდეს როლს ითამაშებს.

ბოლოს მელანია 21 იანვარს ვაშინგტონის ტაძარში ლოცვის დროს ნახეს. მეორე დღეს პირველი ლედი ვაჟთან ბერონთან ერთად ნიუ-იორკში დანრუნდა.

”მელანიამ მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისა და ვაშინგტონში თბილი მიღებისთვის. ის ბრუნდება ნიუ-იორკში სასწავლო პორცესის დაწყების წინ და შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში დროს ნიუ-იორკსა და ვაშინგტოს შორის გაანაწილებს”, - განაცხადა პირველი ლედის პრეს-მდივანმა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მელანია ტრამპმა და მისმა ვაჟმა პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ თეთრ სახლში გადასვლაზე უარი თქვეს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე