აშშ: რუსეთის მიმართ სანქციები მანამდე იმოქმედებს, ვიდრე ყირიმი უკრაინას არ დაუბრუნდება

საქართველო, თბილისი - 10:22 | 03.02.2017
ნანახია: 1314

გაეროში აშშ-ის ახალმა მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში მანამდე დარჩება, ვიდრე ყირიმი უკრაინას არ დაუბრუნდება. ”ჰეილიმ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში აგრესიულ ქმედებებშიც დაადანაშაულა, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვითარება გამწვავებულია.

”ჩვენ ნამდვილად გვსურს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, თუმცა აღმოსავლეთ უკრაინაში კატასტროფული სიტუაცია მოითხოვს სასტიკად დავგმოთ რუსეთის ქმედებები”, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ გაეროს უშიშროების საბჭოში თავისი პირველი სიტყვით გამოსვლისას.

ჰეილიმ აღნიშნა, რომ  ვაშინგტონი ყირიმს უკრაინის ნაწილად მიიჩნევს და რუსეთს მოუწოდებს ნახევარკუნძულის ოკუპაციას ბოლო მოუღოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე