ჰიტლერის პირადი ტელეფონი აუქციონზე გაიყიდება

საქართველო, თბილისი - 11:00 | 02.02.2017
ნანახია: 1498

 ადოლფ ჰიტლერის პირადი ტელეფონი აშშ-ში აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ აუქციონის სახლის  Alexander Historical Auctions-ის საიტზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.

Siemens-ის ტელეფონი ვერმახტის საჩუქარია. 1945 წელს საბჭოთა ჯარისკაცებმა ის ჰიტლერის ბუნკერში იპოვეს და ბრიტანელ ოფიცერს გადასცეს, რომლის ოჯახიც ტელეფონს 70 წელი ინახავდა.

აუქციონის სახლი ამ ლოტს ყველა დროის ”დამანგრეველ ”იარაღს” უწოდებს, რომელმაც მთელს მოსფლიოში მილიონობით ადამიანს სიცოცხლე მოუსწრაფა. ტელეფონის სავარაუდო ფასი 200-300 ათას დოლარს შეადგენს.

აუქციონი 19 თებერვალს გაიმართება. ტელეფონის გარდა ასევე წარმოდგენილი იქნება მესამე რაიხის სხვა ნივთებიც.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე