უკრაინაში ნატოში გაწევრიანების საკითხზე, შესაძლოა, რეფერენდუმი გაიმართოს

საქართველო, თბილისი - 10:29 | 02.02.2017
ნანახია: 1303

უკრაინაში ნატოში გაწევრიანების საკითხზე, შესაძლოა რეფერენდუმი გაიმართოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გაზეთ Berliner Morgenpost-თან ინეტრვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ოთხი წლის წინ ალიანსში შესვლას მხარს მოსახლეობის 16 პროცენტი უჭერდა, დღეს კი ნატოს წევრობას 54 პროცენტი ემხრობა. ”როგორც პრეზიდენტი, ვხელმძღვანელობ ჩემი ხალხის მოსაზრებით - ნატოში შესვლის საკითხზე რეფერნდუმს ჩავატარებ. თუ უკრაინელები მას მხარს დაუჭერენ, ყველა ძალისხმევას გამოვიყენებ იმისათვის, რო ალიანსში გაწევრიანებას მივაღწიოთ”, - აღნიშნა პოროშენკომ, თუმცა პლებისციტის გამართვის ვადებზე არ უსაბრია.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელების 70 პროცენტი ევროკავშირში  შესვლის მომხრეა.”ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ, რამდენადაც  დაკისრებულ პირობებს ვასრულებთ. ქვეყანაში შესამჩნევად დაიწია ინფლაციის დონემ და ბიუჯეტის დეფიციტმა... ამის გარდა, ჩვენ შევქმენით უნიკალური ინფრასტრუქტურა კორუფციასთან საბრძოლველად, რომელიც მუშაობს”, -აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე