ტრამპის მოწინააღმდეგე პატიმრებმა მძევლები აიყვანეს

საქართველო, თბილისი - 10:18 | 02.02.2017
ნანახია: 1391

მასობრივი არეულობები დელავერში. ქალაქ სმირნას სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრებმა მძევლად ზედამხედველები აიყვანეს.

მოგვიანებით, ერთ-ერთი პატიმარი გაზეთ News Journal-ს დაუკავშირდა და აცნობა, რომ ამ ფორმით მსჯავრდებულებმა პროტესტი დონალდ ტრამპს გამოუცხადეს.

პატიმრებთან მოლაპარაკება ამ დრომდე გრძელდება. მათ მხოლოდ ერთი მძევალი გაათავისუფლეს, ორი ზედამხედველი კი ამ დრომდე ტყვეობაში ჰყავთ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე