ისრაელი ებრაული დასახლებების მშენებლობას განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 17:30 | 01.02.2017
ნანახია: 1365

ისრაელის ხელისუფლებამ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე კიდევ 3 ათასამდე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო.

შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერმა ნეთანიაჰუმ მოაწერა.

ისრაელს ებრაული დასახლებების მშენებლობა გაეროს უშიშროების საბჭომ დეკემბერში აუკრძალა.

საბჭოს გადაწყვეტილებას შეერთებულმა შტატებმა ვეტო არ დაადო, რის გამოც ნეთანიაჰუმ ობამა ანტიებრაულ შეთქმულებაში დაადანაშაულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე