გალში, 52 წლის მამაკაცი გაიტაცეს - მის გათავისუფლებაში 200 ათას რუბლს ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 16:05 | 31.01.2017
ნანახია: 2147

გალში, 52 წლის მამაკაცი საკუთარი სახლიდან შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. გერონტი ცატავას ოჯახს გამტაცებლები 200 ათას რუსულ რუბლს თხოვენ.

გატაცებულის დის განცხადებით, გამოსასყიდის გადაუხდელობი შემთხვევაში გამტაცებლები გერონტი ცატავას 10-დან 12-წლამდე პატიმრობით იმუქრებიან.

გატაცებულის ახლობლები საქართველოს ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე